პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ დაიწყებს

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას 7 სექტემბერს დაიწყებს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ძირითადი აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ამნისტიის კანონპროექტზე და პანდემიის დროს დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებაზე გაკეთდება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს, ამიტომ 7 და 8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საკანონმდებლო საქმიანობა დროებით შეჩერდება.

სექტემბერში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა იგეგმებოდა, რაც გადაიდება და საკანონმდებლო ორგანო მინისტრებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოუსმენს.

მსგავსი თემები