კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ითხოვს

რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის კაშხალის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო თათბირის შემდეგ გააჟრერა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  შეხვედრაზე “საერთაშორისო  და უსაფრთხოების ზომების კომპლექტი” შეთანხმდა. მისივე თქმით, რუსეთმა აღნიშნული ქმედების გამო პასუხი სასტიკად უნდა აგოს.

შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით.

 

მსგავსი თემები