ვატიკანის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა. მატეო ზუპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრისას მატეო ზუპიმ და ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე.

უკრაინული მხარის ინფორმაცით, პრეზიდენტმა  ზელენსკიმ და ვატიკანის კარდინალმა განიხილეს უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება და გლობალური მშვიდობის სამიტში ქვეყნების ფართო სპექტრის, განსაკუთრებით, სამხრეთის ჩართვის აუცილებლობა განიხილეს.

ზუპიმ პრეზიდენტს ზელენსკის რომის პაპის წერილიც ჩაუტანა.

 

მსგავსი თემები