კახოვკის ტრაგედიაზე ანტორიო გუტერეშიც საუბრობს – ჰესის აფეთქებამ 13-ზე მეტი სოფელი მთლიანად დაფარა

უკრაინის ქალაქ კახოვკაში ჰესის აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივნი ანტონიუ გუტერეშიც ეხმიანება. მისი შეფასებით, კაშხლის ჩამონგრევა უკრაინის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია.

„ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის საშინელი საზღაურის. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე უნდა შეწყდეს“, – აცხადებს გუტერეში.

შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები.

 

 

მსგავსი თემები