,,რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა?”- ნიკა მელია

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც, არის შეუძლებელი. ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და ამის შემდეგ უბრუნდება საკუთარ პროფესიას,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა  და სააკაშვილის ადვოკატების განცხადებები შეაფასა.

ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და გასაკვირი  არ არის, რომ არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.

„ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე; არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ არის, არ ფიქრობდეს და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე; ეს არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის უფრო არის, თუ ჩვენ გვიკვირს, რატომ შეიძლება მის ადვოკატებს, მას პირადად სურდეთ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა; ამიტომ, თავიდან ბოლომდე მივესალმები, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია, ეს ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ კონდიციამდე მიიყვანა, არის მზად, რომ გამოიჩინოს ჰუმანურობა?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები