უკრაინული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია 20 რუსული დრონი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა გასული მძიმე, ე.წ. შეტევების ღამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სარდლობაში განმარტავენ, რუსეთის ძალებმა დნიპროზე შეტევისას გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ოკუპანტებმა  ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებიდან  9 ფრთოსანი რაკეტა და  2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ ისროლეს. ასევე, განხორციელდა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით.

„გავანადგურეთ 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა“ – აცხადებს უკრაინული მხარე.

შედეგად, დაიჭრა 8 ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

 

მსგავსი თემები