კრემლი აშშ-ს ომის გაღვივებაში ისევ ამხელს

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, დაეხმაროს უკრაინას, ომის გაგრძელებად და გაღვივებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შტატების ინტერესებში მშვიდობა არასდროს შედიოდა.

როგორც აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი განმარტავს, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს  ომის გასახანგრძლივებლად.

„ვაშინგტონმა მკვეთრად გაამკაცრა მიდგომა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საუბარია F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემაზე. მან ამ საკითხზე მზადყოფნა დაადასტურა და ასევე თანხმობა გამოხატა  ყირიმზე ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებაზე. მსგავსი ქმედებები ადასტურებს, აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობით… რაც შეეხება ყირიმზე თავდასხმას, ამას განვიხილავთ როგორც თავდასხმას რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე“ – აცხადებს რუსი დიპლომატი.

მსგავსი თემები