აცრილ მოქალაქეებს სამშენებლო კომპანიები აქციებს სთავაზობენ – კობა ქათამაძის ინიციატივა

„ჩვენმა სამშენებლო კომპანიამ დააანონსა აქცია, აცრილ მობინადრეს ექნება საშუალება შეიძინოს ბინა ჩვენთან 10% – იანი ფასდაკლებით, ასევე ექნება სამედიცინო დაზღვევა და 3 – დან 5 წლამდე და შიდა უპროცენტო განვადებით, განვახორციელებთ რემონტს,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ პროექტების და განვითარების მართვის ცენტრის დამფუძნებელმა კობა ქათამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოვიდთან ბრძოლაში, როგორც ქათამაძე ვარაუდობს აქციის მასშტაბები გაიზრდება:

„ამ აქციაში ერთვებიან სამშენებლო მასალების დიდი მომწოდებელი ბაზები, ამ რთულ დროს საჭიროა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში. ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა მსოფლიოში, ზარალდება ჩვენი ბიზნესიც და ერთადერთი გამოსავალი არის აცრა და ამას კერძო სექტორიც დაეხმარება, მე ვფიქრობ საერთო ძალისხმევით ამ პრობლემიდან გამოვალთ.

ჩვენ ამ პრივილეგიებით თითოეულ მოსახლეს შევუმსუბუქებთ გარკვეულ პრობლემებს, მე მქონდა კომუნიკაცია რამოდენიმე კომპანიასთან, რომლებიც გეგმავენ მსგავს აქციაში ჩართვას, სარესტორნო ბიზნესმა უკვე დააანონსა ამის შესახებ.

მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური აქცია,“ – განაცხადა კობა ქათამაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები