უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს – მედია

ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღებისას უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დააფიქსირეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი.

გავრცელებული ინფორმაციით, კნიაზევი ფულს ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან იღებდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ადასტურებს, გამოაშკარავდა „მასშტაბიანი კორუფცია უზენაეს სასამართლოში“, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.

მსგავსი თემები