,,დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს”- გრიგორი კარასინი

,,დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო,”- ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს.

“ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლეთელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში ფაქტიურად ყინავენ “ჟენევის დისკუსიების” ფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებებისთვის სამხრეთ კავკასიაში. ალბათ, შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩვენს ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”, – წერს კარასინი.

მსგავსი თემები