რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის საჰაერო თავდასხმებით შერყევას ცდილოობს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასები, რუსეთის უკრაინაზე მზარდი და რეგულარული საჰაერო თავდასხმები ბოლო დროს, სავარაუდოდ, არის მცდელობა, შეარყიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე უახლოეს მომავალში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 19 აპრილის შემდეგ უკრაინის მასშტაბით, განსაკუთრებით უკანა რაიონებში, სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს. ახალი საჰაერო კამპანიის დროს რუსული ჯარები იყენებდნენ ბევრად ნაკლებ ზუსტად მართვად რაკეტებს, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს.   როგორც ჩანს, რუსულმა ძალებმა დიდწილად ამოწურეს ზუსტი მართვის რაკეტების მარაგი.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ბევრად უფრო დამოკიდებულნი გახდნენ ირანული წარმოების შაჰედის დრონებზე. უკრაინის არმიამ ამჯერად ისწავლა რუსულ ზუსტი მართვის რაკეტებთან უფრო ეფექტურად გამკლავება.

მსგავსი თემები