,,ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ტრამპი ვერდიქტს სამარცხვინოს უწოდებს.

„საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს დონალტ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.

მსგავსი თემები