„ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს, ყველა ტერორისტი უნდა გასამართლდეს”- ზელენსკი

„ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა გასამართლდეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა  აშშ-ს 1.2 მილიარდის გამოყოფისთვის და ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობისთვის.

„ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა გასამართლდეს. დღეს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს და ჯარების სხვა დანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები