ოცნების დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულო დატოვა

ზუგდიდის საკრებულო  “ქართული ოცნების” დეპუატმა ირაკლი ლაგვილავამ დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობით ორგანოს  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა.

ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ლაგვილავა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოში დღეს პოსტი დატოვა.

ენმ-ს წევრმა გიორგი ფიფიამ ასევე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მსგავსი თემები