„წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე“ – ირმა ჭკადუა

 “მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე,” – ამის შესახებ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრეს.

“შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ არის მსგავსი იმ ძალადობის საქმეების რაც ძალიან ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან. ბავშვის დედამ შვილის წაყვანა ამ დროის დასრულებამდე მოინდომა, კონფლიქტს ადგილი არ ქონია და ბავშვი დედას გადასცა. ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი ნეკა თავის შვილთან ერთად წასულიყო სახლში, ის დაიძრა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლისკენ,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მსგავსი თემები