„კობახიძე გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას, კიდევ უფრო მაგარია გახარია“ – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გადაეფარა გუნდს, თუმცა, კიდევ უფრო მაგარი კაცია გიორგი გახარია.

„კობახიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, როდესაც  გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა და ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის  გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას  და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისვე შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია კიდევ უფრო მაგარია: „ ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები