,,ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოვიტოვეთ”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდ სცენარი უკან მოიტოვა და ბრძოლის ველისა და ხაზების სტაბილიზაციის ეტაპზეა.

„ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის ერთ-ერთო ყველაზე მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების „დაღლის სინდრომია“.

„მე ამას ვეძახი „დაღლის სინდრომს“ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები