“გაყალბებების პერიოდი წარსულს ჩავაბარეთ” – გიორგი კახიანი

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომელიც კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემასთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებას მოჰყვა, მმართველ პარტიაში სპეკულაციას უწოდებენ.

გიორგი კახიანის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდება, რომ ამ მექანიზმს ხელისუფლება გაყალბებისთვის გამოიყენებს.

“გაყალბებების პერიოდი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლის შემდეგ არაერთ არჩევნები გვქონდა და არჩევნებს ყოველთვის ჰქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო დამკვირივებლების მხრიდან,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი თემები