ბახმუტში უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით ბახმუტში, უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში დაიღუპა.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში 29 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა.

,,უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი, ვლადიმერ მუანი 29 აპრილს ბახმუტში დაიღუპა. ომამდე მუკანი მუშაობდა ჟურნალისტად Gazeta po-Ukrainian-ში, ჟურნალ Kraina-სა და Gazeta.ua-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო უკრაინის ყველაზე დიდი რეტრო ფესტივალის Old Car Land-ის თანაორგანიზატორი” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები