რუს სამხედროებს სიმთვრალის გამო მიწისქვეშა საკნებში ათავსებენ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო თვეებში რუსმა მეთაურებმა დისციპლინური დარღვევის გამო სამხედროების დასჯა და მათი ე.წ. ზიდანში მიწაში გათხრილ და იმპროვიზებულ საკნებში განთავსება დაიწყეს.

გენერლები სამხედროებს საკნებში ძირითადად სიმთვრალისა და კონტრაქტის შეწყვეტის მცდელობის გამო ათავსებენ.

დაზვერვის ცნობით, ომის პირველ თვეებში რუსმა მეთაურებმა შედარებით მსუბუქი ზომები მიიღეს და სახლში დაბრუნების მსურველებს ფრონტის დატოვების საშუალება მისცეს, თუმცა 2022 წლის შემოდგომის შემდგომ, რუსეთმა არაერთი “დრაკონული ინიციატივა” დაამტკიცა, რაც ბრძოლის ველზე დისციპლინის ამაღლების მოტივით დისციპლინური ნორმების გამკაცრებას გულისხმობდა.

მსგავსი თემები