,,ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი”- წულუკიანი ივანიშვილზე

,,ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები ქართულ რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ,”- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, გამართლებაა, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო.

,,პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში ადამიანს არის, ალბათ, გამართლება, რომ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ ქართუსთან ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, ქართუ კერძო ორგანიზაციაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები ქართულ რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ, ეს გამართლებაა.

შემდეგ გაგვიმართლა იმაში, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო, იმიტომ, რომ ქართულ სპორტში, როგორც სპორტის მინისტრი უკვე, არაერთ კერძო სპონსორს ვხედავ ხოლმე სხვადასხვა ფედერაციაში, მაგრამ ძალიან იშვიათია უანგარო სპონსორობა და უანგარო ქველმოქმედება. აქაც, ქართუს შემთხვევაში, საუბარია არა მხოლოდ ქველმოქმედებასა და სპორტში ინვესტიციაში, არამედ უანგაროდ ამ საქმის კეთებაზე,”- აცხადებს წულუკიანი.

მსგავსი თემები