უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 477 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 477 ბავშვი დაიღუპა.

,,2023 წლის 30 აპრილის დილის მონაცემებით, უკრაინაში 1 432-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბური შეიარაღებული აგრესიის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 477 ბავშვი და დაშავდა 955-ზე მეტი”, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით დატყვევებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა დონეცკის ოლქში – 452, ხარკოვის ოლქში – 275, კიევის ოლქში – 128, ხერსონის ოლქში – 94, ზაპორიჟჟის ოლქში – 89, მიკოლაევის ოლქში – 88, ჩერნიგოვის ოლქში – 69, დნეპროპეტროვსკის ოლქში – 67, ლუგანსკის ოლქში – 66.

 

მსგავსი თემები