,,2008 წელს ჩვენ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ აღვადგენდი სამართლიანობასაც”- მიხეილ სააკაშვილი

,,2008 წელს  გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც,”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა.

,,2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.
თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

მსგავსი თემები