„გუშინ „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ არავინ იცის, რატომ აქვს მას თვეების განმავლობაში სიცხე.

ადვოკატმა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილი პალატაში დღეს მოინახულა.

„კითხვებს სვამს, რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს-ო. „შერეკილები“ მაქვს ერთი ფილმი ნანახი და მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ აქ. მოკიდეს ხელი, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკითშეაყოლეს ემერტეს აპარატი. გუშინ „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც, აპარატი გაგვიფუჭდა-ო. ანეგდოტურ სიტუაციაში ვართ. ხომ გეუბნებით „ნოშრევანი, აბი გლუკოზა“ – დაახლოებით ამნაირ სიტუაციაში ვართ“ – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.

ოჯახს და ახლობლებს ეჭვი აქვთ რომ სააკაშვილს ტუბერკულოზი აქვს. გამოკვლევის პასუხები კი რამდენიმე დღეში იქნება.

მსგავსი თემები