,,სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს.

,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე  მორიგი საეტაპო გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს! – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

 

მსგავსი თემები