სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის სხვადასხვა მიმართულებით დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, „ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების მსხვერპლთა მიმართ „სამხრეთ ოსეთის ძალების“ მიერ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში.

 

მსგავსი თემები