,,ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”-  ოლექსი გონჩარენკო

,,ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა,”- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი  ოლექსი გონჩარენკოს სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

,,საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება აირჩია. PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”,- წერს ოლექსი გონჩარენკო.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება.

მსგავსი თემები