,ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული”- გივი მიქანაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. კენჭისყრა გუშინ 27 აპრილს ჩატარდა და მასში ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

,,ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა”- აცხადებს გივი მიქანაძე.

მსგავსი თემები