,,საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს”- ლევან ხაბეიშვილი

,,საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,”- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს. მისი თქმით, “დეოლიგარქიზაცია” ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა

,,ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი – პირადი ბანკირი.

გრიგოლ ლილუაშვილი სუსი – ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი.

ჯუანშერ ბურჭულაძე – თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი – თანამშრომელი

ზურაბ აზარაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი – თანამშრომელი

ვახტანგ გომელაური – შსს

მინისტრი, ივანიშვილის დაცვის წევრი.

ანზორ ჩუბინიძე- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ივანიშვილის დაცვის უფროსი.

ირაკლი ქარსელაძე – ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კომპანია “ბლექსი რივერას” დირექტორი.

ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებები და ასეთი მმართველობის კლასიკური გამოვლინება. “დეოლიგარქიზაცია” ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები … ამაზე უკეთ, შეუძლებელია ავხსნათ ოლიგარქიული მმართველობა. აი, ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებაა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის. ამის დაშლას, მოშლას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები