„ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა. მისი შეფასებით,  ეს კვლევები ადრეც  სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა.

„დეტალებში არ შევალ. ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია, დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები . ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესოა, რომ წინა კვლევაში ფავორიტები ვინც იყვნენ – უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომელთაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ IRI-ის კვლევაში საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა, რაც იდება ორგანიზაციის სახელით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, მაგრამ კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები