„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატ დავით ზურაბიშვილს აგენტს უწოდებს. დავით ზურაბიშვილი კი კობახიძის აღნიშნულ ბრალდებებზე სასამართლოში ჩივის და დასაბუთებას ითხოვს, რომ ის ნამდვილად აგენტია.

„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად არის უცხოელი აგენტი და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ზოგადად სწორედ აგენტობა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეს კაცი მთლიანად დაიცალა ღირსებისგან და მორალისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი აღნიშნული ბრალდების გამო სარჩელს ამზადებს.

 

მსგავსი თემები