რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

,,დარტყმის შედეგად განადგურდა ე.წ „ქართული ლეგიონის“ 60-მდე ბოევიკი,”-ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, 21 აპრილს ისკანდერის სარაკეტო სისტემით მათ იერიში მიიტანეს “უცხოელი დაქირავებულების” დროებით დისლოკაციის ადგილას შეიარაღების საცავზე.

,,21 აპრილს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკაში ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე შეიარაღების საცავს და უცხოელი დაქირავებულთა სადგურს. დარტყმის შედეგად განადგურდა ე.წ „ქართული ლეგიონის“ 60-მდე ბოევიკი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 15 ცალი სამხედრო ტექნიკა. მძიმედ დაშავდა კიდევ 20-მდე დაქირავებული ადამიანი“, – განაცხადა მან.

კონაშენკოვის თქმით, „ქართული ლეგიონის ბოევიკები”, რომლებიც გასული წლის მარტში კიევთან რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ, განადგურდნენ.”

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია ყველა უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის შესახებ, რომელიც მონაწილეობს რუსი სამხედროების მკვლელობაში”, – აღნიშნა კონაშენკოვმა.

მსგავსი თემები