,,არ ხართ ობიექტური”- მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

,,დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას”, – ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიმართა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ობიექტური არ არის.

,,დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. ასევე ვილაპარაკებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკებ, “არა რუსულ კანონს”, ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყვეთ ხელი და მესამე, იყო და არის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ხომ არ ემთხვევა, თქვენი ირიბად თუ პირდაპირ, თქვენი პოზიცია ამ მიზნებს?…

თქვენ დღეს, თქვენი ყველა წინადადებით და ნარატივით, გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაროდ, თქვენი, თქვენს მიერ დაკვეთა არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების და არ ხართ ობიექტური. უკაცრავად, რომ ამის საუბარი მიწევს, მაგრამ თქვენ არ ხართ ობიექტური. ნაცმოძრაობის ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტური, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები