,,გვაქვს დეტალური ინფორმაცია , თუ რატომ იცვალა სალომე ზურაბიშვილმა ფერი”- ირაკლი კობახიძე

,,სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს.

,,სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამაზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვერიდებით რაღაცების თქმას,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები