ჯო ბაიდენი კონგრესს მიმართავს, დააწესოს აკრძალვა თავდასხმით იარაღზე

აშშ-ში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ბავშვები დაიღუპნენ, პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს მიმართავს და თავდასხმით იარაღზე აკრძალვის დაწესებას ითხოვს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გაცილებით მეტია გასაკეთებელი შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს მიმართა და მოუწოდა, განიხილოს მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სკოლას დაესხა თავს, შეიარაღებული იყო AK-47-ის ტიპის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ერთი პისტოლეტით.

„უნდა გავაკეთოთ მეტი, შეიარაღებული ძალადობის დასასრულებლად. ის ჩვენს საზოგადოებას შუაზე ხლეჩს. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელს ჰქონდა ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.  მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს ჩემ მიერ ინიცირებული აკრძალვა თავდასხმით იარაღზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

თავდამსხმელმა სკოლაში ექვსი ადამიანია მოკლა, მათ შორის, 3 ბავშვი.

 

მსგავსი თემები