31 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან

31 მარტს, პარასკევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს.

რაც შეეხება ფორმატს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები გამოვლენ.

რეგლამენტის შესაბამისად, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები 31 მარტის სხდომაზე არ იქნება.

მსგავსი თემები