ზაპოროჟიეში ზელენსკი ატომური სააგენტოს დირექტორს შეხვდა

რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ჩასვლისას  პრეზიდენტი ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა.

ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს თავად გროსი აქვეყნებს.

„ზაპოროჟიეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდი. ვისაუბრეთ და ინფორმაცია გავცვალეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და მისი პერსონალის დაცვაზე. ვადასტურებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერას უკრაინის ბირთვული ობიექტების მიმართ“, – აცხადებს გროსი.

პრეზიდენტი ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

მსგავსი თემები