კინოსა და თეატრის მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა

საქართველოს კინოსა და თეატრის მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და სახალხო არტისტი ია ხობუა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ია ხობუა 1938 წლის 26 ივლისს ქალაქ ბათუმში დაიბადა და მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა.

ქართულ კინოში შემოქმედებითი საქმიანობა 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ფიროსმანი“, „ფატიმა“; სპექტაკლებში: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და სხვა ცნობილ ფილმებსა თუ სპექტაკლებში.

მსგავსი თემები