,,რეალური საფრთხე დღეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

,,რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები