,,მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, არ არის სპეკულაცია,”- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაზე ისაუბრეს და განმარტებები გააკეთეს გუნდის წევრებმა.

„ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მინდა, გითხრათ მთავარი – დღეს მსოფლიო, მთელო სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. დღითიდღე ჩვენ ვუყურებთ მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები