,,ველით, რომ პეკინი გამოიყენებს თავის გავლენას მოსკოვზე ომის შესაჩერებლად”- უკრაინის საგარეო უწყება

,,ველით, რომ პეკინი გამოიყენებს საკუთარ გავლენას მოკოვზე,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა მზად არის ჩინეთთან უფრო მჭიდრო დიალოგისთვის.

,,უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის ლიდერის ვიზიტს რუსეთში. ჩვენ ველით, რომ პეკინი გამოიყენებს საკუთარ გავლენას მოკოვზე, რათა აიძულოს ის (პუტინი), შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.  ჩვენ მზად ვართ, უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით”, – განაცხადა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტო რუსეთში დღეს ჩავიდა.

მსგავსი თემები