რუს ოლიგარქს ქონება უკრაინისთვის დაათმობინეს

რუს ოლიგარქ არკადი როტენბერგს სასამართლომ აქტივები უკრაინის სასარგებლოდ ჩამოართვა. უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რუსი ოლიგარქის კუთვნილებაში არსებული სავაჭრო ცენტრის აქტივები უკრაინულ მხარეს  მიაკუთვნა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აქტივის ღირებულება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. ოლიგარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო გარემოცვის წევრი და პირადად მონაწილეობდა „ყირიმის ხიდის“ მშენებლობაში“.

 

მსგავსი თემები