,,მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას”- მარკ კლეიტონი

,,მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,”- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს. მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ ვითარებიდან“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი თემები