,,წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” გამოყენება ჰააგის სასამართლოს მიმართულებით”- მედვედევი

შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით,”- ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

,,ბატონებო, ყველა დადის ღმერთისა და რაკეტების ქვეშ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. ვერავინ ჩამოაგდებს მას. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. შემბრალებელიც არავინ იქნება. ასე რომ, მოსამართლის მოქალაქეებო, ყურადღებით შეხედეთ ცას.” – წერს მედვედევი.

 

მსგავსი თემები