,,მომდევნო თვეებში უფრო რეალურ პროცესს ნახავთ”- ვანო მერაბიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს,”- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მერაბიშვილი ”რეალურ პროცესებს”, მათ შორის ქუჩის აქციებს აანონსებს.

,,საქართვლოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ უკრაინის ომზეც კი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება მოახდინეს ხელმძღვანელობის ვადამდელ გადარჩევაზე. პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი დამარცხდა. დაახლოები 50 000 მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალგაზრდა ლიდერმა დაამარცხა მოქმედი თავმჯდომარე. თუ აკვირდებით ბოლო კვირებს, ყველაფერი ძალიან შეიცვალა, საქართველოში ძალიან ბევრი აქცია მიმდინარეობს, პარტია ვითარდება, წლების განმავლობაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა იმას კი არა, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, ისინი ცდილობდნენ სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ. მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილი.

 

მსგავსი თემები