„ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე საუბრისას ძირითადად კრიტიკა და მმართველი გუნდის ნეგატიური შეფასებები ისმოდა. ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსისგან გადახვევის გამო აკრიტიკებდნენ.

„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს. ყველა ნიღაბი მოხსნილია. საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა, საქართველოს  მოსახლეობა ამ პოზიციას არ იზიარებს და არ იღებს. გამორიცხულია, საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან“ – ეს განცხადება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის.

მისი შეფასებით, დეპუტატებმა უღალატეს თავიანთი მოსახლეობის არჩევანს, როს გამოც ხალხი ქუჩაში გავიდა.

 

მსგავსი თემები