„ყველა ნაბიჯზე ქვას გვესვრით“ – ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სწორი არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ ვის მხარეს არიან. როგორც ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვამ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყოველ ჯერზე ქვებს ისვრის.

„რაც არ უნდა ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის მიზეზია, რომ არასამართლიანობაში დაგვადანაშაულოს ან მიზეზია მთავრობის სხვა წევრებისთვის, რომ პერსონალურად დაგვესხან თავს.

მას შემდეგ, რაც  გადაიფიქრეს “უცხოური აგენტების” კანონის გატანა, მოკრძალებულებიც არ არიან.  პირიქით, ბრალდებებია, რომ, თურმე, ჩვენ ვართ უცხოური აგენტები, რომლებიც შიდა საქმეებში ვერევით“ – აცხადებს გრეგოროვა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

„ერთი რამ მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, ჩვენ თქვენს წინააღდეგ არ ვართ. თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცე. თქვენ გინდათ რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვას გვესვრით. თუ გინდათ რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ, არ მგონია, რომ შევთანხმდეთ“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

მსგავსი თემები