ევროპარლამენტში საქართველოს აკრიტიკებენ

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. როგორც  „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, მმართველი გუნდი თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს.

„შეშფოთებული ვართ „ქართული ოცნების“  მცდელობით, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას“, – აცხადებენ „ევროპის სახალხო პარტიაში“.

აღნიშნული  პარტია „ქართულ ოცნებას“ ტყუილის მანქანას უწოდებს.

პარალელურად, საქართველოს მმართველ გუნდს აკრიტიკებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება არასწორად იქცევა.

„იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, – აცხადებს ვარჰეი.

 

მსგავსი თემები