,,აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ქვეყანაში”- ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას  ეხმიანება.

,,აგენტების შესახებ კანონზე უარის თქმა არის ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ ქვეყანაში. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არსად სხვაგან”, – წერს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მსგავსი თემები