,,მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში”- თამარ ჩიბურდანიძე

“ხალხის ძალის” წევრის, თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, კანონპროექტის დაინიცირებით, შეძლეს ლუსტრაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვას არავის გამოსვლია.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოს და ყველა ქართველს აჩვენეს, ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში და ვის ეშინია სიტყვა აგენტის.

,,ჩვენ ისტორიული ფოტო დავდეთ! მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვა “აგენტის” !

ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ. ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია.

ამ ფოტოს შევინახავ და შემდეგ თაობებს ვანახებ თვითგამჭირვალობის საუკეთესო მაგალითად!

ეს დიდი გამარჯვებაა!” – წერს ჩიბურდანიძე და ოპოზიციონერი დეპუტატების ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი თემები